ემანუელ მაკრონმა ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიკაციის პროტოკოლს ხელი მოაწერა, - ინფორმაციას მედიასაშუალებები ელისეს სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მანამდე, საფრანგეთის პარლამენტმა აღნიშნული ორი ქვეყნის ალიანსში მიღების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.

შეგახსენებთ, მაისში, უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე, ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში განაცხადის შეტანის ოფიციალური პროცესი დაიწყეს. ფინეთისა და შვედეთის ალიანსის გაწევრიანებისთვის ბლოკის ყველა წევრის თანხმობაა საჭირო. რატიფიცირების პროცესი ალიანსის 30 ქვეყნიდან 20-ზე მეტმა განახორციელა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს