მამუკა ხაზარაძემ და ლევან ცუცქირიძემ მოწვეულ ექსპერტებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს

"ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ და EECMD ხელმძღვანელმა, ლევან ცუცქირიძემ "ვაგენინგენის" მოწვეულ ექსპერტებთან, თბილისში, პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტის “ვაგენინგენის” პროფესორები, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, წალენჯიხაში სამუშაოებს იწყებენ.

დღეს, დარგის პროფესორ-ექსპერტებთან პირველი შეხვედრა გაიმართა და კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმა.

"ჰოლანდიელი ექსპერტების გამოცდილების გაზიარებით, წალენჯიხაში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების, თანამედროვე სტანდარტების დანერგვის და ადგილობრივი მწარმოებლების ევროპულ ბაზარზე გასვლის ხელშეწყობის პროექტი განხორციელდება. ეს იქნება დიდი ბიძგი, როგორც წალენჯიხისთვის ასევე მთელი რაიონისთვის. სოფლის მეურნეობას უდიდესი პოტენციალი აქვს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წალენჯიხელებმა ეს დარგი თანამედროვე ხედვებით და მიდგომებით განავითარონ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

პარტიის ინფორმაციით, “ვაგენინგენის უნივერსიტეტი” ნიდერლანდების სოფლის მეურნეობის სექტორის წარმატების მთავარი სტიმულატორია. ნიდერლანდები აშშ-ს შემდეგ, მსოფლიოში მეორე უმსხვილესი სოფლის მეურნეობის ექსპორტიორია, დაახლოებით, 100 მილიარდი ევროს პროდუქტების ექსპორტით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა