ერევანში სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 45-მდე გაიზარდა

ერევანში სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 45-მდე გაიზარდა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სამაშველო სამსახურის დირექტორმა არსენ გასპარიანმა განაცხადა.

„ამ დროისთვის ვიცით 45 დაშავებულის შესახებ. ოპერატიული მდგომარეობა რჩება მძიმე როგორც ხანძრის ჩაქრობის, ასევე სამაშველო სამუშაოების კუთხით“, - განაცხადა მან.

გასპარიანის თქმით, სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სახანძრო ბრიგადები ხანძრის ლოკალიზებას ვერ ახერხებენ, რადგან პიროტექნიკის აფეთქება გრძელდება.

"ოპერატიული ვითარება საკმაოდ რთულია, მიმდინარეობს სამუშაოები ხანძრის ჩაქრობისა და ხალხის გადარჩენის მიზნით. ამ დროისთვის კვლავ ისმის პიროტექნიკის აფეთქებების ხმა, რაც კიდევ უფრო ართულებს ჩვენს მუშაობას", - განაცხადა არსენ გასპარიანმა.

არსებული ინფორმაციით, აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი