II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 147.7 ათასი დაფიქსირდა რუსეთიდან, მეორე ადგილზეა თურქეთი, მესამეზე - სომხეთი

საქართველოში, 2022 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა - 147.7 ათასი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.3%-ს შეადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ყველაზე მეტი ვიზიტი დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით განხორციელდა.

„2022 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1 049.4 ათასი შემოსვლა, რაც 198.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 47.0 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული

ვიზიტების რაოდენობამ 922.2 ათასი შეადგინა, რაც 176.2 პროცენტით მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

2022 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 765.3 ათასს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 189.4 პროცენტით არის გაზრდილი. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 749.3 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 145.0 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების 81.8 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 14.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.5 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2022 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 147.7 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.3%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 14.9%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 12.1%-იანი წილით.

შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (175.4 ათასი), თურქეთის (158.3 ათასი) და სომხეთის (136.8 ათასი) მოქალაქეების მიერ.

ვიზიტორების უმრავლესობა, 48.5 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 37.0 პროცენტს შეადგენდა

2022 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (52.0 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 512.7 ათასი და 375.3 ათასი ვიზიტი.

2022 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათენებული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.2 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 70.5 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2022 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.3 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 2 440.2 ლარი შეადგინა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა