რუსეთის ელჩი - კრემლმა უნდა იმუშაოს „თალიბანთან“, სადაც ეს ჩვენს ინტერესებს შეესაბამება

რუსეთის ელჩი ავღანეთში, დიმიტრი ჟირნოვი აცხადებს, რომ მოსკოვმა უნდა ითანამშრომლოს „თალიბანთან“ იმ სფეროში, სადაც თანამშრომლობა მის ინტერესებს შეესაბამება.

„თალიბანი“, როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს მათ მიმართ, არის რეალობა, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია, ამიტომ, ჩვენ მათთან უნდა ვიმუშაოთ იქ, სადაც ეს ჩვენს ინტერესებს შეესაბამება და სადაც ეს საჭიროა რუსეთის წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ავღანეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დელეგაციასა და რუს პარტნიორებს შორის მოსკოვში მოლაპარაკებები გაიმართება.

შეგახსენებთ, დაჯგუფება „თალიბანმა“ ერთი წლის წინ ავღანეთზე კონტროლი მას შემდეგ დაიბრუნა, რაც საერთაშორისო ძალებმა, აშშ-ის მეთაურობით, ქვეყანა დატოვეს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს