ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ცესკომ სენაკში შუალედური არჩევნები კანონმდებლობის გათვალისწინებით დანიშნა და თუ ვინმე ამას არ ეთანხმება, დავა სასამართლოს გზით უნდა გადაწყდეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ცესკომ სენაკში შუალედური არჩევნები კანონმდებლობის გათვალისწინებით დანიშნა და თუ ვინმე ამას არ ეთანხმება, დავა სასამართლოს გზით უნდა გადაწყდეს.

როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არც ერთ სახელმწიფო ორგანოს კანონს მიღმა გასვლის უფლება არ აქვს.

„საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია ერთმნიშვნელოვანი პროცედურა, რომლის შესაბამისად მოხდა ცესკო-ს მხრიდან გადაწყვეტილების მიღება. თუ ვინმე არ ეთანხმება ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას (საიამ მიმართა სასამართლოს), ასეთი დავები უნდა გადაწყდეს სასამართლოს გზით. ვის როგორ მიაჩნია, რომ უკეთესი იქნებოდა ერთია და მეორეა, კანონი რას მოითხოვს. კანონის მოთხოვნის არშესრულება კანონის დარღვევას ნიშნავს. ამიტომ, თუ ვინმე რომელიმე ორგანოს მოუწოდებს, რომ კანონი დაარღვიოს მათი შეხედულებისამებრ, უფლება, რომ კანონის მიღმა გავიდეს რომელიმე ორგანოს არ აქვს”,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცესკო-მ სენაკში შუალედური არჩევნები დანიშნა, რაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. საია-ს თავმჯდომარის ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ სენაკის საკრებულოში სხდომა 6 თვეა არ ჩატარებულა, მთავრობას წარმომადგენლობითი ორგანოს დათხოვნის ვალდებულება აქვს. მისივე თქმით, “ქართული ოცნების” წევრები ნაცადი ხერხისკენ მიდიან და ერთი მაჟორიტარის მოპოვებით უმრავლესობას მოიპოვებენ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს