იაგო ხვიჩია - არანაირი წასული 4 დეპუტატი არ არსებობს, „ქართული ოცნების“ ერთი ფრთა გამოსულია და აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს „ოცნების“ „ლიდერშიფთან“ შეთანხმებით

არანაირი წასული 4 დეპუტატი არ არსებობს, „ქართული ოცნების“ ერთი ფრთა გამოსულია და აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს, - ასე შეაფასა პარტია „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების დღევანდელი განცხადება.

„მე ამ სიტუაციას მომავლიდან ვუყურებ, 5-10 წლის პერსპექტივიდან და ძალიან სასაცილოდ მეჩვენება, წასულ დეპუტატებზე ამდენ კომენტარს რომ ვაკეთებ, თუ რას ფიქრობენ ისინი აშშ-ის საელჩოზე იმ რეალობაში, როდესაც მთლიანი კონტექსტი ვიცით. არანაირი წასული 4 დეპუტატი არ არსებობს, „ქართული ოცნების“ ერთი ფრთა გამოსულია და აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ „ლიდერშიფთან“ შეთანხმებით, ამაზე სერიოზული კომენტარის კეთება, როგორც 4 დეპუტატის განცხადებაზე, არ შეიძლება. „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ კურსზე ჩვენ ისედაც ბევრს ვლაპარაკობთ და ეს მისი ერთ-ერთი გაგრძელებაა“,-განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები მორიგ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამერიკის საელჩომ საქართველოს პარლამენტს ორიოდე დღის წინ წერილობით წარუდგინა დოკუმენტი სასამართლო რეფორმის შესახებ, რაც დამატებით ამყარებს მათ დასკვნას იმის თაობაზე, რომ საელჩოს მთელი ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული.

ამასთან, აღნიშნულია, რომ საელჩოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის მიწოდებულ დოკუმენტში არაერთი პრობლემური და აბსურდული ინსტრუქციაა წარმოდგენილი.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი