საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 32-მა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამამ წლევანდელი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 32 პრიორიტეტულ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას, 2022-2023 სასწავლო წელს, სახელმწიფო აფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აღნიშნულ პროგრამებზე წელს ჩარიცხული აბიტურიენტების (პირველკურსელების) სწავლის საფასურს სახელმწიფო 4 წლის მანძილზე სრულად დააფინანსებს.

სტუ-ის ინფორმაციით, სახელმწიფო დაფინანსება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემდეგმა პრიორიტეტულმა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებმა მოიპოვა: მშენებლობა; ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია; არქიტექტურა; მათემატიკა; საინჟინრო ფიზიკა; აგრარული ტექნოლოგიები; სასურსათო ტექნოლოგია; სატყეო საქმე; აგროინჟინერია; მეცხოველეობა; აგრონომია; ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია; ქიმია; მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია; სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია; სამთო და გეოინჟინერია; საინჟინრო გეოდეზია; გეოლოგია; საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა; მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგი; ბიოსამედიცინო ინჟინერია; მეტალურგია; მასალათმცოდნეობა; მევენახეობა და ენოლოგია; მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი; მთიანი რეგიონების ორგანული ფერმერული სისტემების მართვა; ბუნებრივი საფრთხეები, მდგრადი გარემო და დაცვა; მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარება; ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია; გარემოსდაცვითი ინჟინერია; ციფრული სატელეკომუნიკაციო სისტემები; ტრანსპორტი.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების თანახმად, 2022-2023 სასწავლო წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს პრიორიტეტული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებისთვის 3 966 750 ლარი გამოეყო.

„საგანმანათლებლო პროგრამებზე სრულად დაფინანსებული ადგილების რაოდენობის შესახებ დეტალური ინფორმაცია ახლო მომავალში გამოქვეყნდება.

პრიორიტეტული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სია დამტკიცებულია „2022-2023 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 12 აგვისტოს N92/ნ ბრძანების შესაბამისად,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს