ანონსი 18 აგვისტო

ანონსი 18 აგვისტო

18 აგვისტოს, 11:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერები „რეფორმების ჯგუფის“ სახელით ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ჟულიენ კრამპსთან, სასამართლო პროგრამის მენეჯერთან ენ-ბრიჯიტ ჰანსენთან და ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერთან ევან ელიოტთან შეხვედრას გამართავენ.

მის: პარლამენტი, A კორპუსი, ოთახი 304 (კონსტიტუციის დარბაზი)

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 60 26 34

18 აგვისტოს, 11:45 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრის, საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გივი მიქანაძის ბრიფინგი გაიმართება.

A კორპუსი, III სართულის ფოიე

18 აგვისტოს, 12:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

18 აგვისტოს, 12:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)