ქაბულის მეჩეთში ძლიერი აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი

ქაბულში, მეჩეთში, საღამოს ლოცვის დროს, ძლიერი აფეთქება მოხდა.

ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, რომ მსხვერპლი დიდია, თუმცა კონკრეტული რაოდენობა არ სახელდება.

"თალიბანის" დაზვერვის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტო „როიტერს“ განუცხადა, რომ აფეთქების დროს, შესაძლოა 35 ადამიანი დაიჭრა ან დაიღუპა და მათი რიცხვი შეიძლება კიდევ გაიზარდოს.

ამასთან, ტელეკომპანია Al Jazeera 20 დაღუპულის შესახებ იუწყება. ქაბულის ერთ-ერთმა საავადმყოფომ განაცხადა, რომ მათ აფეთქების შედეგად დაშავებული 27 პაციენტი, მათ შორის შვიდი წლის ბავშვი მიიღეს.

მედიის ცნობით, დაღუპულთა შორისაა მეჩეთის იმამიც.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს