თორნიკე რიჟვაძე - ღონისძიებებზე, რომელიც ავარიული სახლების პროგრამის ასამოქმედებლად ტარდება, პარლამენტმა მხარდაჭერა გამოგვიხატა, „ნაცებთან“ შეზრდილმა სახალხო დამცველმა კი იერიში მიიტანა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომელშიც სახალხო დამცველის აპარატი პარლამენტის მიერ 23 ივნისს მიღებული ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობას და მის შეჩერებას ითხოვს.

თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ბათუმისთვის ავარიული სახლები ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და არავის მიეცემა ქალაქისთვის ყველაზე მთავარი პროგრამის დაზიანების, დისკრედიტაციის და მითუმეტეს, გაჩერების შესაძლებლობა.

,,იმ ღონისძიებებზე, რომელიც ტარდება ავარიული სახლების პროგრამის ასამოქმედებლად, სადაც ჩვენ უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მაქსიმალური მხარდაჭერა გამოგვიხატა, სახალხო დამცველმა და ალბათ, სახალხო უნდა მოვაშოროთ და „ნაცებთან“ შეზრდილმა, „ნაცების” დამცველმა, როგორც ყველა კარგ საქმეზე, იერიში მიიტანა - გაასაჩივრა საკონსტიტუციო სასამართლოში.

აუცილებლად დავიცავთ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს, არავის მივცემთ ამ მართლაც მნიშვნელოვანი, ქალაქისთვის ყველაზე მთავარი პროგრამის დაზიანების, დისკრედიტაციის და მითუმეტეს, გაჩერების შესაძლებლობას,“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

როგორც აჭარის მთავრობის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბათუმის მუნიციპალიტეტმა, შესაბამის ორგანოებთან ერთად მოახერხა დაეწყო ოთხი პროექტი იმ ფინანსური რესურსით, რომელიც იქნა ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოყოფილი და დაახლოებით 200-ზე მეტი ოჯახი მერიის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში მიიღებს შესაბამის საცხოვრისს.

თორნიკე რიჟვაძემ მოუწოდა სამშენებლო სექტორს, დეველოპერულ სექტორს, რომ მაქსიმალურად მალე მიაღწიონ შეთანხმებებს მოსახლეობასთან, რომ შესაძლებელი გახდეს ამ პროგრამის კიდევ უფრო დიდი მასშტაბებით ამოქმედება.

„სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პროგრამა განხორციელდეს კეთილსინდისიერად და ის გეგმა, რომ 2025 წლისთვის განხორციელდეს ყველა ოჯახის დაკმაყოფილება, უნდა იქნას მიღწეული, როგორც მთავრობის ასევე კერძო სექტორის და მერიის აქტიური ჩართულობით,“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და ბათუმში დაგეგმილი მშენებლობების განსახორციელებლად დამტკიცებული დროებითი საგამონაკლისო წესის შეჩერება და არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, აღნიშნული დროებითი რეგულაცია სამშენებლო კომპანიებს უფლებას აძლევს, შენობა-ნაგებობის მშენებლობის პროცესი უსაფრთხოების, მშენებლობის ძირითადი პირობების, სიმტკიცის, მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოების და ევაკუაციის წესების დაცვის გარეშე წარმართონ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია