Sky News-ის გამოკითხვის თანახმად, კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობაზე ლიზ ტრასი რიში სუნაკს დიდი უპირატესობით უსწრებს

ტელეკომპანია Sky News-ის მიერ კონსერვატიული პარტიის წევრებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, პარტიის ლიდერის თანამდებობაზე ლიზ ტრასი რიში სუნაკს დიდი უპირატესობით უსწრებს და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი სწორედ ის გახდება.

ტელეკომპანიის მონაცემების თანახმად, იმ პირების გამოკლებით, რომელთაც გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, ლიზ ტრასს მხარს პარტიის წევრთა 66% უჭერს, 34% კი რიში სუნაკს.

ცნობისთვის, კონსერვატიული პარტიის წევრებს, რომელთა რაოდენობაც 200 000-ს აღემატება, პარტიის ლიდერის არჩევის ვადა 5 სექტემბრამდე აქვთ. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი და კონსერვატიული პარტიის ლიდერი ბორის ჯონსონი 7 ივლისს გადადგა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება