ფოთის მერია - ფოთში, რკინიგზის მიმდებარედ, ისტორიული ორთქლმავლი აღდგა

ფოთში, რკინიგზის მიმდებარედ, ისტორიული ორთქლმავალი აღდგა. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში რესტავრაცია ჩაუტარდა ორთქლმავალს. მოეწყო პიედესტალი ორთქლმავლისათვის, პიედესტალი მოპირკეთდა გრანიტის ფილებით, მოედანზე მოეწყო განათების ბოძები.

„საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა ფოთიდან დაიწყო 1871 წელს და სწორედ, ამ ისტორიული ფაქტის სიმბოლოა განახლებული ორთქლმავლი.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ბემა“ ასრულებდა და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 69 590 ლარი შეადგინა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს