30-31 აგვისტოს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზებთან დაკავშირებით იმსჯელებენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელიც 30-31 აგვისტოს პრაღაში გაიმართება, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვის შესახებ იმსჯელებენ. ამის შესახებ ევროპული კომისიის შინაგან საქმეთა, მიგრაციის და შიდა უსაფრთხოების კომისიის წარმომადგენელმა ანირა ჰიპპერმა ბრიუსელში ბრიფინგზე განაცხადა.

„თქვენთვის ყველასთვის კარგად არის ცნობილი ის ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ გადავდგით, რათა რუსეთი დაგვერწმუნებინა, შეეჩერებინა ეს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომი. რაც შეეხება ვიზების საკითხს, ევროკავშირს ჰქონდა მყისიერი რეაგირება და ნაწილობრივ შეაჩერა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი, ჯერ კიდევ 25 თებერვლიდან. ამ საკითხში ევროკომისია მხარს უჭერს კოორდინირებულ პასუხს ევროკავშირის დონეზე. ახლა ევროკავშირის წევრების დონეზე დისკუსიები გრძელდება კოორდინირებული მიდგომის უზრუნველსაყოფად. მინდა შეგახსენოთ, რომ 30-31 აგვისტოს შედგება არაფორმალური შეხვედრა ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის პრაღაში. დისკუსიები შეეხება, ასევე, ევროკავშირში რუსეთის მოქალაქეთა მოგზაურობის საკითხსაც“, - განაცხადა ჰიპპერმა.

მანვე დასძინა, რომ ბოლო ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ევროკავშირის წევრებს მიეწოდათ, ამჟამად რუსებისთვის ვიზების გაცემა სრულად არ შეჩერებულა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია