ქსელში გადართვების გამო 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
„თელასის“ ინფორმაციით, ისნის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელიას მთის, სომხეთის ჩიხის, ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის I, II, IIა, III, IV მიკრორაიონების, აჩაბეთის, თამარ ღვალაძის, ზურაბ პატარიძის, წყალსადენის, ჯუმბერ ლეჟავას, სიმონ და თინა ყაუხჩიშვილების, ვაზის, გიორგი დეკანოზიშვილის და თეოფანე დავითაიას ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. მათივე ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.