საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე მომუშავე  ჯგუფმა მორიგი შეხვედრა გამართა

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიზნით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა მორიგი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე საპარლამენტო საქმიანობაში საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მექანიზმების შესახებ ისაუბრეს. მსჯელობა გაიმართა საკანონმდებლო ორგანოს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერებაზე, რომელიც პარლამენტის მოქმედი რეგლამენტით რეგულირდება.

„დღეს სამუშაო ჯგუფმა განიხილა საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მექანიზმებთან დაკავშირებული საკითხები. ეს არის რამდენიმე მიმართულება, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლის აგრეთვე ის დამატებითი მექანიზმები, რაც პარლამენტს გააჩნია დეპუტატის შეკითხვით დაწყებული, თემატური მოკვლევით თუ ნორმატიული აქტების შესწავლით დამთავრებული და ყველა ის მრავალრიცხოვანი მექანიზმი, რაც პარლამენტს კონტროლის საშუალებად გააჩნია.

წლის განმავლობაში დაახლოებით 72 პლენარული სხდომა იმართება და აქედან ნახევარი დაახლოებით განსაზღვრულია სწორედ იმისათვის, რომ საპარლამენტო კონტროლის სხვადასხვა მექანიზმი და საშუალება იქნას გამოყენებული. თითოეულ მათგანზე მიმდინარეობს მსჯელობა და ვმუშაობთ თუ რა ცვლილებები და სიახლეები შეიძლება იქნას შემოტანილი", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეხვედრაში სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა