რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენ არ გვინდა ახალი ჩერნობილი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთება გამოთქვა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მათ არ სურთ ახალი ჩერნობილი.

“გამოვთქვით შეშფოთება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვინდა ახალი ჩერნობილის გამოცდილება", - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთა სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ერდოღანის თქმით, სამმხრივ შეხვედრაზე ასევე შეფასდა სტამბოლის შეთანხმების შედეგად მიღწეული „პოზიტიური ატმოსფეროს მუდმივ მშვიდობად გარდაქმნის შესაძლებლობები".

ერდოღანის თქმით, მთელმა მსოფლიომ დაიწყო შეთანხმების „დადებითი ეფექტების“ შეგრძნება, რამაც უკრაინულ მარცვლეულს შავი ზღვის გავლით დანარჩენ მსოფლიოში უსაფრთხო ექსპორტის საშუალება მისცა.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს ტყვეების გაცვლის საკითხი.

„ჩვენ განვიხილეთ სამხედრო ტყვეების გაცვლა და ჩვენი ინიციატივები ამ კუთხით. ჩვენ გავაგრძელებთ ბატონ პუტინთან ამაზე საუბარს“, - განაცხადა ერდოღანმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს