ევროკავშირის შუამავლობით გამართული კოსოვო-სერბეთის მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა

ევროკავშირის შუამავლობით გამართული კოსოვო-სერბეთის მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა. სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და კოსოვოს პრემიერ - მინისტრი ალბინ კურტი ერთმანეთს ბრიუსელში შეხვდნენ.

„დღეს შეთანხმება არ არსებობს“, - განაცხადა ორი ლიდერის შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა.

მისივე თქმით, კურტი და ვუჩიჩი დათანხმდნენ რეგულარულად უფრო მეტი დისკუსია გამართონ, რათა დააჩქარონ მათ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი.

მედიის ცნობით, დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა სერბეთი ჩრდილოეთ კოსოვოში შეიარაღებული ინტერვენციისკენ წაახალისოს, რაც ბალკანეთში ვითარების კიდევ უფრო დესტაბილიზაციას მოახდენს. მოსკოვს კი საშუალებას მისცემს უკრაინაში მიმდინარე ომიდან გარკვეული ყურადღება მაინც გადაიტანოს.

შეგახსენებთ, სერბეთსა და კოსოვოს შორის გასული თვის ბოლოს, დაძაბულობა გაიზარდა. მიზეზი კოსოვოს მთავრობის გადაწყვეტილება იყო, რომლის მიხედვითაც მათ ტერიტორიაზე სერბული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და მანქანების სანომრე ნიშნები მოქმედი აღარ იქნებოდა. დასავლეთის აშკარა ზეწოლის შედეგად კოსოვოს ხელისუფლებამ აღნიშნული ზომების გატარება ერთი თვით, 1 სექტემბრისთვის გადადო.

ანდრო გოცირიძე - ხელისუფლება ეცდება, პოლიტიკური ველი მოასუფთავოს ოპონენტებისგან, რომლებიც მას კურსის ცვლილების გამო დაუპირისპირდნენ და მოსუფთავებული ნიშა დაუთმოს აშკარად პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებთან დამკვირვებლები პატრულირებენ 24 საათი, წელიწადში 365 დღე - ეს ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას საქართველოში უსაფრთხოების მხარდაჭერის მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2025
თბილისს ახალი ელეგანტური ადგილი შეემატა - „Royal Tbilisi“
ზღარბი დაბრუნდა - სწრაფი დაგროვებით და ახალი შეთავაზებებით