Reuters - ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი „დიდი ოცეულის“ სამიტს დაესწრებიან

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტს დაესწრებიან, - Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ განაცხადა.

ინდონეზიას, რომელიც წელს „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყანაა, დასავლეთის ქვეყნებმა არაერთხელ მოუწოდეს, გაეუქმებინა ვლადიმერ პუტინის სამიტზე მიწვევა მისი ქვეყნის უკრაინაში შეჭრის გამო.

აღსანიშნავია, რომ ინდონეზიამ სამიტზე დასასწრებად უკრაინის ლიდერი, ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიწვია.

Reuters-ი წერს, რომ ჯოკო ვიდოდო უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლის როლის შესრულებას ცდილობს და ომის შეწყვეტის მოწოდებითა და გლობალური სასურსათო კრიზისის შემსუბუქების მიზნით ბოლო თვეების განმავლობაში ის ორივე ქვეყნების პრეზიდენტებს შეხვდა.

შეგახსენებთ, „დიდი ოცეულის“ სამიტი ნოემბერში კუნძულ ბალიზე გაიმართება.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს