ზესტაფონში „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამას გაეცნენ

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მნიშვნელობას და მონაწილეობის პირობებს თვითმართველობების წარმომადგენლებს და ადგილობრივ ფერმერებს აცნობს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრაზე, სააგენტოს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ზაქაიძემ აღნიშნული პროგრამის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროგრამის მოთხოვნების შესაბამისი პროცედურების გავლით, ფერმერებს შეუძლიათ აღნიშნულ მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული საძოვრებით ისარგებლონ.

„სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 6 ოქტომბერს დაამტკიცა. პროგრამა შესაძლებლობას იძლევა, საძოვარი აუქციონის გზით, მხოლოდ მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელმა ფერმერებმა მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ.

საძოვრების გადაძოვებისგან დასაცავად, პროგრამაში ჩადებულია დამცავი მექანიზმი ერთი სული საქონლისთვის ზღვრული დატვირთვის ნორმის სახით. ერთ სულ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის განსაზღვრულია არანაკლებ 1 ჰა და არაუმეტეს 1.5 ჰა საძოვარი ან/და ერთ სულ წვრილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის - არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 0.5 ჰა.

დღეის მდგომარეობით, ოთხ ეტაპად, სულ 362 ერთეული აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრის მონაცემები გამოქვეყნდა. ამჟამად, ხელმისაწვდომია და განაცხადების მიღება წარმოებს 129 მათგანზე.

დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge www.mepa.gov.ge), ასევე სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ