ალექსანდრე ლუკაშენკო - არ მაქვს სურვილი, თქვენმა და ჩვენმა შვილებმა იომონ - უნდა დავმშვიდდეთ

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინაზე თავდასხმას არ აპირებს და არ გეგმავს თანამემამულეების ომში გაგზავნას. ამის შესახებ სააგენტო „ბელტა“ იტყობინება.

„არ იფიქროთ, რომ მე აქ რაიმე სახის თავდასხმას ვგეგმავ: ჩვენ დავბომბავთ უკრაინას ბელორუსის ტერიტორიიდან და ა.შ. არ მაქვს სურვილი, თქვენმა და ჩვენმა შვილებმა იომონ. უნდა დავმშვიდდეთ“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, „დღეს არავითარი უკრაინა არ ომობს".

„დღეს ნატოს მთელი ბლოკი და ამერიკაა, უპირველეს ყოვლისა, ომში რუსეთთან“, - განაცხადა ბელარუსის ლიდერმა. მას მიაჩნია, რომ ევროპა დიდი ხნის წინ შეაჩერებდა ამ ომს, თუ აშშ არ გააგრძელებდა საომარი მოქმედებების წახალისებას პოლონეთის დახმარებით.

ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა გახდა თავშესაფარი ათასობით უკრაინელისთვის, რომლებიც ბელარუსის მოქალაქეობას იღებენ.

„როგორ მუშაობენ. როგორი ბედნიერები არიან. რატომ? იმიტომ, რომ მწუხარება განიცადეს, გაუძლეს ომს. ეს ჩვენი ხალხია. ჩვენ არ უნდა ვაწყენინოთ", - განაცხადა ლუკაშენკომ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს