ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში   გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან

21 აგვისტოს, ქუთაისის ოპერის თეატრში ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დახურვის ცერემონია გაიმართება.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროს მედალოსნები და საპატიო სიგელის მფლობელი მონაწილეები. ასევე გამოვლინდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გუნდები.

ასტრონომიისა და ასტროფიზიის საერთაშორისო ოლიმპიადას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა და იგი ერთი კვირის მანძილზე გრძელდებოდა. წელს ოლიმპიადაში 46 ქვეყნის 250 მონაწილე ჩაერთო. დამამთავრებელი კლასების წარმატებულმა მოსწავლეებმა, სხვადასხვა სირთულის ამოცანებზე გუნდურად და ინდივიდუალურად იმუშავეს.

ოლიმპიადაში საქართველოს ეროვნული ნაკრებიც მონაწილეობდა. გუნდის წევრებმა გასულ წელს წარმატებით იასპარეზეს სხვადასხვა კონკურსსა და ოლიმპიადაში, ხოლო 2021 წელს ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირში ოქროს მედალი მოიპოვეს.

IOAA-ს მასპინძელი ქვეყნის ვინაობა ტრადიციულად რამდენიმე წლით ადრე ხდება ცნობილი. პანდემიიდან გამომდინარე 2020 და 2021 წელს ოლიმპიადა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა, ხოლო 2022 წელს ღონისძიების ჩატარება უკრაინაში იყო დაგეგმილი. თუმცა, საერთაშორისო აღმასრულებელი კომიტეტისა და უკრაინის საორგანიზაციო კომიტეტის თხოვნის საფუძველზე ოლიმპიადას, პირველად მისი ისტორიის განმავლობაში, საქართველომ უმასპინძლა.

IOAA-ს მთავარი მიზანია ასტრონომიისა და მასთან დაკავშირებული STEM საგნების მიმართ მზარდი ინტერესის ხელშეწყობა, განსაკუთრებით ახალგაზრდების განათლების გზით და სხვადასხვა ქვეყნებს შორის საერთაშორისო კონტაქტების ჩამოყალიბებისა და სკოლებში ასტრონომიისა და ასტროფიზიკის პოპულარიზაციის მიზნით.

ოლიმპიადის მხარდამჭერები არიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო