სოფელ ოქონას და სოფელ გრემისხევის მიმდებარედ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქონას და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მიმდებარედ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ოკუპირებულ სოფელ ოქონას მიმდებარედ განხორციელებული უკანონო ბორდერიზაცია წარმოადგენს 2021 წლის აპრილში დაწყებული უკანონო პროცესის გაგრძელებას.

„სოფელ გრემისხევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული უკანონო ბორდერიზაცია წარმოადგენს 2021 წელს დაწყებული უკანონო პროცესის გაგრძელებას.

უკანონო ე.წ. ბოდერიზაციის აღნიშულ შემთხვევებზე გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ინფორმაცია გაზიარებულია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისთვის.

უკანონო ბორდერიზაციის ყველა ფაქტი განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო რეჟიმს“, - განაცხადეს სუს-ში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს