სერგეი შოიგუ რუსების ევროკავშირში შესვლის აკრძალვის იდეას ნაციზმის გამოვლინებად მიიჩნევს

რუსებისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვის იდეა ცალკეული ქვეყნების ნაცისტური პოლიტიკის გამოვლინებაა, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

„დღეს ჩვენ ვხედავთ ნაცისტური პოლიტიკის კიდევ ერთ ნათელ გამოვლინებას, როდესაც ევროპის მაღალი ტრიბუნებიდან აქტიურად ვრცელდება რუსოფობიური იდეა, რომ რუსეთის ყველა მოქალაქეს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა აეკრძალოს“, - აღნიშნა შოიგუმ.

მინისტრის თქმით, ცალკეული ქვეყნები, კერძოდ, ბალტიის ქვეყნები, სულ უფრო უგულებელყოფენ „მსოფლიო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებს“.

"ესტონეთსა და ლატვიაში ომის დამნაშავეებს ძეგლებს უდგამენ. ლიეტუვის ქალაქების ქუჩებში ღიად ისმის ნაცისტური ლოზუნგები და მოწოდებები", - განაცხადა შოიგუმ.

შეგახსენებთ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელიც 30-31 აგვისტოს პრაღაში გაიმართება, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვის შესახებ იმსჯელებენ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს