შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის წარდგენაზე უარის თქმა, რადიკალური ოპოზიციის წახალისებაა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის წარდგენაზე უარის თქმით, რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი წაახალისა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის ეს გადაწყვეტილება კვალიფიციური, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი საჯარო მოხელეების დისკრედიტაციას წარმოადგენს.

"ერთი მხრივ, ამ გადაწყვეტილებით რადიკალური ოპოზიციის წახალისება არ არის სწორი. მეორე მხრივ, მოქმედი თავმჯდომარის კვალიფიკაციის, პროფესიონალიზმის და მათ შორის, მიუკერძოებლობის მიმართაც საერთოდ ვერავინ წარმოადგინა ვერცერთი არგუმენტი. ოპოზიცია უბრალოდ, პოლიტიკურ პოზიციას აფიქსირებდა და ამ კანდიდატის ჩაგდებას ცდილობდა და მისი არ წარმოდგენით, პროფესიული ნიშნით გამორჩეული ადამიანის, ეს კვალიფიციური, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი საჯარო მოხელეების დისკრედიტაცია გახლავთ. აქედან გამომდინარე, მე ძალიან ვწუხვარ, რომ ის კანდიდატად წარმოდგენილი არ იქნა", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა. პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარედგინა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა