სერგეი შოიგუ - მეგობრები მეგობრებად დარჩნენ, ყველა მხრიდან მათზე განხორციელებულმა უძლიერესმა ზეწოლამ ვერ იმოქმედა

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთის იზოლაცია პრაქტიკულად შეუძლებელია. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

„მუდმივი ხმამაღალი განცხადებები რუსეთის იზოლაციის შესახებ - ეს არის საბაბი იმის საჩვენებლად, რომ ეს ასე სულაც არ არის. საერთოდაც, ამის მიღწევა ძალიან რთულია, რადგან უმსხვილესი ბირთვული სახელმწიფოა თავისი ფართობითა და ტერიტორიით. ეს არის ქვეყანა მოწინავე მეცნიერებით, კარგად განვითარებული მრეწველობით, თავდაცვითი კომპლექსებით“ , - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ბევრი იმედოვნებდა, რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია რაიმე სახით იმოქმედებს საწარმოების რაოდენობაზე, კომპანიებზე, რომლებიც მონაწილეობენ ფორუმში „არმია 2022“, ასევე დელეგაციებზე და რუსული იარაღის შესყიდვის მოცულობაზე.

„მე გეტყვით, რომ მეგობრები მეგობრებად დარჩნენ. მათზე ყველა მხრიდან განხორციელებულმა უძლიერესმა ზეწოლამ ვერ იმოქმედა“ , - განაცხადა სერგეი შოიგუმ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია