კიევი ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის მკვლელობასთან კავშირს უარყოფს

გასულ ღამეს მოსკოვის რეგიონში მომხდარ აფეთქებაზე, რა დროსაც რუსი ფილოსოფოსის, „რუსული სამყაროს“ იდეოლოგის ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი დაიღუპა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კომენტარი გააკეთა.

„ხაზს ვუსვამ, რომ უკრაინა, რა თქმა უნდა, არაფერ შუაშია ამ საქმესთან, რადგან ჩვენ არ ვართ კრიმინალური სახელმწიფო, როგორიც არის რუსეთის ფედერაცია, და მითუმეტეს, ტერორისტული სახელმწიფო“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.

მისი აზრით, ეს მკვლელობა მოწმობს რუსეთის შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლისა და სხვადასხვა ჯგუფის გავლენის შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენელი პროგნოზირებს, რომ ამ ინციდენტს რუსეთის ხელისუფლება გამოიყენებს საკუთარ საზოგადოებაზე იდეოლოგიური და ინფორმაციული ზეწოლის გასაზრდელად, რათა გაიზარდოს უკრაინის მიმართ სიძულვილის ხარისხი, ასევე შიდა იდეოლოგიური სივრცის რადიკალიზაცია.

ზოგიერთი ცნობით, თავდასხმის სამიზნე, სავარაუდოდ, თავად დუგინი იყო, რომელმაც ბოლო მომენტში გადაწყვიტა, სხვა მანქანით წასულიყო და არა ქალიშვილთან ერთად საჭესთან დამჯდარიყო, როგორც ყოველთვის.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს