საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - ბორჯომში ხანძრის ქრობის სამუშაოები გაძლიერებული ძალებით ხორციელდება - დამატებით მობილიზებულია 30-მდე სახანძრო ავტოტექნიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები გაძლიერებული ძალებით ხორციელდება.

უწყების ცნობით, ცეცხლის ქრობის ამოცანები განაახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა.

„დამატებით მობილიზებულია 30-მდე სახანძრო ავტოტექნიკა. უწყვეტ მუშაობას განაგრძობს 250-მდე მეხანძრე-მაშველი.

ადგილზე ხანძრის ქრობის სამუშაოებს კოორდინაციას უწევენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს