„საბა“ 2022-ის ნომინაცია „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები ცნობილია

ლიტერატურული პრემია „საბას" ჟიურიმ „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა - 82 საკონკურსო წიგნიდან 12 ფინალისტი გამოვლინდა.

„თიბისის“ ცნობით, წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს.

ამასთან ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ფინალისტების სია 8 ნომინაციაში უკვე ცნობილია, ხოლო „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ ნომინაციის გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

„ლიტერატურული პრემია „საბას“ 2022 წლის „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები არიან: მაია ბადრიძე, რობერტ მუზილის „ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა“ (დიოგენე), კატია ვოლტერსი, ოლგა ტოკარჩუკის „წიგნები იაკობისა ანუ დიდი მოგზაურობა“ (ინტელექტი), დალი იაშვილი, მარსელ პრუსტის „შეღერებულ ქალიშვილთა ჩრდილში“ (არტანუჯი), დავით კაკაბაძე, არტურ შნიცლერის „კაზანოვას დაბრუნება“ (სეზან ფაბლიშინგი), ლანა კალანდია, ხავიერ მარიასის „ბერტა ისლა“ (ინტელექტი), გიორგი ლობჟანიძე, ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევი: წიგნი მეორე“, (სულაკაურის გამომცემლობა), ნათია მერებაშვილი და მარიამ წიკლაური, იოჰან ლუდვიგ რუნებერგის „მედროშე სტოლის ნაამბობი” (MTP), მაია ფანჯიკიძე, პეტერ ჰანდკეს „მორავული ღამე“ (ინტელექტი), თაკო ჭილაძე, ჰენრი ფილდინგის „ტომ ჯონსის, ნაპოვარას ამბავი“ (არტანუჯი), ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე, პიტერ კერის „კელის საძმოს უტყუარი ამბავი“ (დიოგენე), პაატა ჯავახიშვილი, მატიას ენარის „კომპასი“ (დიოგენე), თამარ ჯაფარიძე, ბერნარდინ ევარისტოს „გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი” (პალიტრა L).

„საბა“ „თიბისიმ“ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს, წელს კი კონკურსისთვის საიუბილეო თარიღია, ის მეოცედ ტარდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია