ამბროლაურში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ფესტივალს გამართავს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის ფარგლებში ამბროლაურში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ცენტრალურ პარკში 26-27 აგვისტოს ფესტივალი - „გემო ფესტი“ გაიმართება.

ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, „გემო ფესტის“ მოსამზადებელი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.

მათივე ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს საშუალება ექნებათ შეიძინონ და დააგემოვნონ რაჭული, ლეჩხუმური და სვანური კერძები.

„ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი ღვინოც. მოეწყობა სამეწარმეო ბაზარი, მუსიკალური და გასართობი სივრცეები. ფესტივალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ტარდება. პროექტის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია და გასტრო-ტურიზმის განვითარება.

ფესტივალის მონაწილეების მოძიებასა და მომზადებაში ჩართულები არიან: სოფლის განვითარების სააგენტო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის მხარის ადმინისტრაცია და გასტრონომიული ასოციაციები.

პროექტის ფარგლებში გამოცდილი შეფ-მზარეულები რაჭის, ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის სოფლებს ეწვივნენ და ფესტივალში მონაწილეობის მსურველებს კერძების შერჩევასა და ვიზუალურ გაფორმებაში დაეხმარნენ. მონაწილე ოჯახებისა და კვების ობიექტებისთვის ტრენინგები გაიმართა ფესტივალისთვის საჭირო უნარებში, როგორიცაა: სისუფთავის ნორმების დაცვა, სწრაფი მომსახურება, ფასწარმოქმნა და ა.შ.“. - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა