რატი იონათამიშვილი - რაც უფრო მეტს ისაუბრებს უსამშობლო ოპოზიცია ბოიკოტზე, არეულობაზე, უფრო მეტად წარმოაჩენს თავის სახეს, რომ უნიათო და უსამშობლო პარტიების წარმომადგენლები არიან

რაც უფრო მეტს ისაუბრებს უსამშობლო ოპოზიცია ბოიკოტზე, არეულობაზე, ქაოსსზე, მით უფრო მეტად წარმოაჩენს თავის რეალურ სახეს, რომ უნიათო და უსამშობლო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით.

როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია პოლიტიკური გაკოტრების პროცესშია.

„ცხადია, ამ ლუსტრირების პროცესის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ შედეგი მათთვის კიდევ უფრო მძიმე იქნება, ვიდრე მანამდე იყო. ესენი ფაქტობრივად შედიან პოლიტიკური გაკოტრების, თვითდაზიანების და თვითგანადგურების პროცესში, მაგრამ ესეც ბუნებრივია, რადგან უსამშობლო პოლიტიკოსებისა და პარტიებისგან ჩვენ სხვას არაფერს უნდა ველოდოთ”,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს