საბერძნეთში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის საერთაშორისო ბანაკი დაიხურა

საბერძნეთის ქალაქ როდოსში საერთაშორისო ბანაკი დაიხურა, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და 12-დან 14-წლამდე მოზარდები მონაწილეობდნენ.

ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, დაესწრნენ რომლებმაც ბანაკის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ბანაკი საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე 40-მდე მოზარდისთვის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს, სულიერების ცენტრისა და როდოსის მიტროპოლიის ერთობლივი ორგანიზებით განხორციელდა.

მათივე ცნობით, პროექტის მიზანს, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება წარმოადგენდა. ბანაკში მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ბერძნულ კულტურასა და ტრადიციებს, შეეძინათ და განევითარებინათ საკომუნიკაციო და სხვა მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
მირიან მირიანაშვილი - კავკასიაში დასავლეთის პოზიციების გაძლიერება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ტრენდი იქნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება