რუსეთის უშიშროების სამსახური - დარია დუგინას მკვლელობა გახსნილია - დამნაშავე უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკია, რომელიც ესტონეთში გაემგზავრა

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური აცხადებს, რომ ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობა გახსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას უშიშროების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრი ავრცელებს.

„დადგინდა, რომ დანაშაული უკრაინის სპეცსამსახურებმა მოამზადეს და ჩაიდინეს. დამნაშავე არის უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკი, დაბადებული 1979 წელს", - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების განმარტებით, ვოვკი 12 წლის ქალიშვილთან ერთად რუსეთში 23 ივლისს ჩავიდა, იქირავა ბინა სახლში, სადაც დუგინა ცხოვრობდა, მის შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზნით.

ჟურნალისტზე დასაკვირვებლად დამნაშავემ „მინი კუპერი“ გამოიყენა.

ამასთან, რუსეთის უშიშროების სამსახურის ცნობით, მკვლელობის დღეს ვოვკი და მისი ქალიშვილი ლიტერატურულ და მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდნენ, სადაც დუგინა საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული.

„21 აგვისტოს, დუგინის მიერ მართული Toyota Land Cruiser Prado მანქანის აფეთქების შემდეგ, ვოვკი და მისი ქალიშვილი პსკოვის რეგიონის გავლით გაემგზავრნენ ესტონეთში“, - დასძინა უსაფრთხოების სამსახურმა.

გამოძიების მასალები საგამოძიებო კომიტეტს გადაეცა.

ჟურნალისტი დარია დუგინა 20 აგვისტოს საღამოს დაიღუპა. ის მართავდა მანქანას, რომელიც აფეთქდა მოსკოვის ოლქში, ოდინცოვოს რაიონში, მოჟაისკის გზატკეცილზე. წინასწარი ვერსიით, მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს