კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ და ევროპის ჩემპიონატის მატჩებთან დაკავშირებით, რამდენიმე დღე უნივერსიტეტის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილების სქემა შეიცვლება

კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩთან დაკავშირებით, 24 აგვისტოს 14:00-დან 22:00 საათამდე, ხოლო ევროპის ჩემპიონატის მატჩთან დაკავშირებით, პირველ სექტემბერს 11:00-დან 00:00 საათამდე, უნივერსიტეტის ქუჩაზე, ტრანსპორტის გადაადგილების სქემა შეიცვლება და მოძრაობა დასაშვები იქნება მხოლოდ ერთი მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

გარდა ამისა, როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ანალოგიური შეზღუდვა იმოქმედებს 3 სექტემბრის 11:00-დან 4 სექტემბრის 00:00 საათამდე და 6 სექტემბრის 11:00-დან 7 სექტემბრის 00:00 საათამდე. დროის აღნიშნულ მონაკვეთში ტრანსპორტი მხოლოდ ერთი მიმართულებით იმოძრავებს.

„სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო თამარაშვილის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებებს უნივერსიტეტის ქუჩაზე შეხვევა შეეზღუდებათ. მძღოლები თამარაშვილის ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით, გადაადგილებას შეძლებენ ვაჟა-ფშაველას გამზირისა და სანდრო ეულის ქუჩის გამოყენებით.

უნივერსიტეტის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება დანელიას ქუჩის მიმართულებით, ხოლო დანელიას ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებები მხოლოდ თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.

საზოგადოებრივ ტრანსპორტს აღნიშნული შეზღუდვები არ შეეხება და დადგენილი სქემით გადაადგილდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს