გიორგი დოხტურიშვილმა ლევან სუხიტაშვილთან ერთად გარდაბანში სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში - სართიჭალასა და მარტყოფში, სკოლებს სრული რეაბილიტაცია უტარდებათ. ინფორმაციას ამის შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მარტყოფის N1 საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 1 845 884 ლარია, ხოლო სართიჭალის N2 საჯარო სკოლის ღირებულება ჯამში 2 652 724 ლარს შეადგენს.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მარტყოფის N1 საჯარო სკოლასა და სართიჭალის N2 საჯარო სკოლის პირველ და მეორე კორპუსში დაწყებულია პირველადი სარემონტო და სადემონტაჟო სამუშაოები. კერძოდ, შეიცვალა სახურავი, სრულად განახლდება შიდა ინტერიერი და საკლასო ოთახები, შეიცვლება იატაკი და კარ-ფანჯარა, შეიღებება კედლები, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა, მოპირკეთდება გარე სივრცე, მოეწყობა ახალი სტადიონი და მწვანე სივრცეები, მოასფალტდება ეზოს გარკვეული ნაწილები.

„განხორციელებული სამუშაოების შედეგად სკოლის 1500-მდე მოსწავლეს საშუალება ექნება სრულფასოვანი ზოგადი განათლება თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში მიიღოს.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად მიმდინარე სამუშაოები გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი შატაკიშვილმა, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ლევან სუხიტაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო