გია ვოლსკი - ძალიან საფრთხის შემცველი სიტუაციაა ქვეყნის გარშემო, ამ ვითარებაში გამოცხადება, რომ დესტაბილიზაციის ორგანიზატორი ხარ, შეთქმულებაა საქართველოს წინააღმდეგ - მხოლოდ უსამშობლო ადამიანებმა შეიძლება ამაში მიიღონ მონაწილეობა

ძალიან საფრთხის შემცველი სიტუაციაა ქვეყნის გარშემო - ამ ვითარებაში გამოცხადება იმისა, რომ დესტაბილიზაციის ორგანიზატორი ხარ, ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, “მხოლოდ უსამშობლო ადამიანებმა შეიძლება ამ შეთქმულებაში მიიღონ მონაწილეობა”.

“ძალიან საფრთხის შემცველი სიტუაციაა ქვეყნის გარშემო - ომი მიმდინარეობს იმ მასშტაბის, რომელმაც შესაძლოა, გავლენა იქონიოს საქართველოზე. ამ ვითარებაში გამოცხადება იმისა, რომ დესტაბილიზაციის ორგანიზატორი ხარ და ამისკენ წაიყვან შენს ძალისხმევას, სექტემბერში იქნება, ოქტომბერში თუ ნოემბერში, რასაკვირველია, ეს არის მავნებლობის ის ხარისხი, რომელსაც შესაძლოა მხოლოდ ერთი შეფასება მიეცეს - ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ. დღეს დესტაბილიზაციის მომხრე არის საოკუპაციო ძალა და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერშიფის ქვეშ გაერთიანებული პოლიტიკური სუბიექტები. იმედია, სხვადასხვა მიზანი აქვს ამ ორ სურვილს, მაგრამ ფაქტია, რომ მიმართულება ერთია.

საქართველო ერთადერთია როგორც ალტერნატიული დერეფანი ენერგორესურსებისთვის, რომელიც ესოდენ გაუჭირდა ევროპულ ბაზარს. კასპიის რეგიონიდან ენერგორესურსების ევროპულ ბაზარზე მიწოდება შეიძლება საქართველოს გავლით. როდესაც ამ სიტუაციაში დესტაბილიზაცია გინდა, ეს შეთქმულებაა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. აბსოლუტურად სწორად ითქვა - მხოლოდ უსამშობლო ადამიანებმა შეიძლება ამ შეთქმულებაში მიიღონ მონაწილეობა”,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს