ირაკლი ღარიბაშვილი - დიდი პატივია და ყოველთვის სასიხარულოა მისი უწმინდესობის ნახვა, მასთან საუბარი უაღრესად საინტერესოა ქვეყანაში არსებულ ვითარებასა თუ რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე

დიდი პატივია და ყოველთვის სასიხარულოა მისი უწმინდესობის ნახვა, მასთან საუბარი უაღრესად საინტერესოა სხვადასხვა საკითხზე, ქვეყანაში არსებულ ვითარებასა თუ რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს.

მთავრობის მეთაური კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს დღეს შეხვდა.

"დღეს შევხვდი კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს.

დიდი პატივია და ყოველთვის სასიხარულოა მისი უწმინდესობის ნახვა. უაღრესად საინტერესოა მასთან საუბარი სხვადასხვა საკითხზე, ქვეყანაში არსებულ ვითარებასა თუ რეგიონში და მთლიანად მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე.

ჯანმრთელობას, მხნეობას და დღეგრძელობას ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს!",-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს