მედია - აშშ უკრაინისთვის Excalibur-ის საბრძოლო მასალების მიწოდებას გეგმავს

შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში Excalibur-ის საბრძოლო მასალები შეიტანა, - ამის შესახებ ინფორრმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღი "არ შემოიფარგლება" იმით, რაც შესაბამის სიაშია მითითებული.

Excalibur-ის მართვადი საარტილერიო ჭურვები 155 მილიმეტრიანი არტილერიისთვის გამოიყენება.

ამასთან, უკრაინული მედია Yahoo News-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ATACMS-ის მართვადი ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები გადასცა, რომელიც პენტაგონის ოფიციალურ განცხადებაში ნახსენები არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინისთვის 775 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თავდაცვითი აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს