ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი ხვალ სასამართლო პროცესს  ვერ დაესწრება - ველოდებით როდის გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო ნებართვას ამერიკელი ექსპერტების ჩამოსვლასთან დაკავშირებით

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, სააკაშვილი ხვალ, საზღვრის უკანონო კვეთის საქმესთან დაკავშირებულ პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრება.

როგორც ხაჭაპურიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, სააკაშვილის ადვოკატები სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით შუამდგომლობას მას შემდეგ დააყენებენ, როდესაც ამერიკელი ექსპერტების დასკვნა გამოქვეყნდება.

„მიხეილ სააკაშვილი ვერ მოახერხებს პროცესზე გამოცხადებას ავადმყოფობის გამო, გამომდინარე აქედან დავაყენებთ შუამდგომლობას პროცესის გადადებაზე.

ხვალინდელ პროცესზე სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, შუამდგომლობის დაყენებას არ ვაპირებთ, ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას. ველოდებით როდის გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო ნებართვას ამერიკელი ექსპერტების ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ამ ყველაფერს ალბათ 1 კვირა დასჭირდება, რის შემდეგაც მივმართავთ სასამართლოს სასჯელის გადავადებაზე, გამომდინარე იქიდან, როგორი იქნება ექსპერტიზის დასკვნა. თუ დაწერენ, რომ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფია, მივმართავთ სასამართლოს. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, დაავადებები ემატება და ემატება“, - აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. აღნიშნული პირები ბრალს აღიარებენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე