“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” „ქოთელია-ასპინძა-ახალციხის“ მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” 25 აგვისტოს „ქოთელია-ასპინძა-ახალციხის“ მაგისტრალური გაზსადენის მე-17 კმ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 25 აგვისტოს 06:00დან 24:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ალასტანის, ხიზაბავრას, ასპინძისა და დამალას გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს. კერძოდ, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეიზღუდება დაბა ასპინძასა და ასპინძის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: ხიზაბავრა, სარო, დამალა და ოშორა. ასევე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ალასტანი, კოკიო, ვარევანი, ხანდო.

„ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს