გოგიტა თოდრაძემ გაეროს ESCAP-ის სტატისტიკის კომიტეტის მერვე სესია გახსნა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UN ESCAP) სტატისტიკის კომიტეტის ბოლო სესიას ხელმძღვანელობს, თავმჯდომარის რანგში. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

მათი ცნობით, სტატისტიკის კომიტეტის რიგით მერვე სესია ბანგკოკში, ESCAP-ის შტაბ-ბინაში, 23 აგვისტოს გაიხნა და მიმდინარე კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

„სხდომა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს თავმჯდომარის რანგში გახსნა და დამსწრე საზოგადოებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

მისი თქმით სტატისტიკის კომიტეტი გადამწყვეტ როლს ასრულებს მდგრადი განვითარების მიზნების 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელების საკითხში და მისთვის დიდი პატივი იყო ეხელმძღვანელა სტატისტიკის კომიტეტის ბიუროსთვის გასული ორი წლის განმავლობაში.

მასთან ერთად ღონისძიების გახსნით ცერემონიალში მონაწილეობდნენ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე და ESCAP-ის აღმასრულებელი მდივანი, ტაილანდის ეკონომიკის მინისტრი და გაეროს სტატისტიკის სამმართველოს (UNSD) დირექტორი.

გაეროს ESCAP-ის სტატისტიკის კომიტეტი, უმაღლესი დონის მთავრობათაშორის ფორმატს და სტატისტიკის საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღებ მთავარ ორგანოს წარმოადგენს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში.

თავის გამოსვლაში გოგიტა თოდრაძემ მადლიერება გამოხატა ჩვენი ქვეყნისა და პირადად მისთვის გამოცხადებული ნდობისთვის და აღნიშნა, რომ თავმჯდომარეობის პერიოდში ბიუროს წევრებთან ერთად ის მაქსიმალურად ცდილობდა დაკისრებული ვალდებულება საერთაშორისო სტანდარტების, პროფესიული ეთიკისა და პრინციპების დაცვით შეესრულებინა, რათა გაეროს სტატისტიკის კომიტეტს ჰქონოდა მეტი შესაძლებლობა, განეხორციელებინა თავისი მიზნები და მიეღწია წარმატებული შედეგებისთვის.

სხდომაზე გოგიტა თოდრაძემ სტატისტიკის კომიტეტის ახალი თავმჯდომარე და ბიუროს წევრები წარადგინა. ანგარიში გააკეთა მისი თავმჯდომარეობის პერიოდში ბიუროს ორი წლის საქმიანობის შესახებ, ისაუბრა გადადგმული მნიშვნელოვან ნაბიჯების, ჩატარებულ სამუშაოებისა და მიღებულ გადაწყვეტილებების შესახებ.

კომიტეტის სხდომას გაეროს ESCAP-ის 50-ზე მეტი წევრი ქვეყნის სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელები და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების (UNSD, UNDP, UNICEF, UN WOMAN, FAO, IOM) მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებიან.

გარდა ამისა, გაეროს ESCAP-ის სტატისტიკის კომიტეტის რიგით მერვე სესიის ფარგლებში საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი მიმადინარე კვირის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა თემატურ შეხვედრებსა და პანელურ დისკუსიებში, მონაცემთა მართვის საკითხებში არსებული გამოწვევებისა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში სამოქალაქო რეგისტრაციისა და ბუნებრივი მოძრაობის სტატისტიკის სისტემის განვითარების მნიშვნელობის თემებზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ESCAP-ის სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს 2020 წლის აგვისტოდან - ორი წლის ვადით ხელმძღვანელობდა, ხოლო საქართველო სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს წევრი 2018 წელს გახდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - თუ დასავლეთმა სალომე ზურაბიშვილის პროექტი არ დაქოქა, პრობლემები ხელისუფლებას შეიძლება დაეწყოს არა არჩევნებამდე, არამედ არჩევნების შემდეგ
ოჯახური ძალადობა, სამუშაო ადგილებზე სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევა, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება და ბავშვთა უფლებების დარღვევა - რა შინაარსის ზარები ხორციელდება სახალხო დამცველის „ცხელ ხაზზე“
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი ამოქმედდა - რა სიახლეები შემოდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში?
ქართული პრესის მიმოხილვა 29.02.2024
„ფარმადეპოში“ გაზაფხულის ფასდაკლებები დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - აზარაშვილის გადაყენება არასაკმარისია - არამხოლოდ მე, არამედ მთელი ჯანდაცვა ვითხოვთ მისი დანაშაულებრივი ქმედებების სიღრმისეულ გამოძიებას!
Super App-ისა და Visa-ს ყოველდღიური გათამაშება დაიწყო