საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - ბორჯომის ტყეში ამჟამად სამი ღია კერა გვაქვს, სადაც მეხანძრე-მაშველები აქტიურად მუშაობენ - ჩართულია 1000-ზე მეტი ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში, ხანძრის გავრცელების ზოგიერთ სექტორში სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია და პოზიციის შენარჩუნება მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ბორჯომის ტყეში ამჟამად სამი ღია კერაა, სადაც მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

"ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ტერიტორია პირობითად სამ სექტორად გვაქვს დაყოფილი. ზოგიერთ სექტორში სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია და პოზიციის შენარჩუნება მიმდინარეობს, თუმცა გვაქვს ცხელი წერტილები.

ამჟამად სამი ღია კერა გვაქვს, სადაც მეხანძრე-მაშველები აქტიურად მუშაობენ. არის კონკრეტული ძველი კერები, რომლებზეც ლიკვიდაცია მოხდა და ამ ყველაფერს ვინარჩუნებთ. მაღალი ტემპერატურის და ქარის გამო ახალი ცხელი კერებიც გვაქვს.

სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ათასზე მეტი ადამიანი, ეს არის როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე, თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები და ასე ერთობლივად ვუმკლავდებით", - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია