„არემჯი“ - გაიჟღერა კომპანიის კავშირებზე ბიძინა ივანიშვილთან და უჩა მამაცაშვილთან, კომპანიას არ აქვს კავშირი აღნიშნულ პირებთან და ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს

გვსურს გამოვეხმაუროთ 23 აგვისტოს, პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მიერ, მედიასაშუალებებით გავრცელებულ ე.წ. ინფორმაციას ჩვენი კომპანიის საქმიანობის შესახებ - რამდენჯერმე გაიჟღერა კომპანიის კავშირებზე ბიძინა ივანიშვილსა და უჩა მამაცაშვილთან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კომპანიას არ აქვს კავშირი აღნიშნულ პირებთან და ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “არემჯი" ავრცელებს.

კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მედიასაშუალებების მიერ ნახსენები სატენდერო ტერიტორია 2011 წლიდან შედიოდა “არემჯის” სალიცენზიო არეალში, რომელიც 2020 წელს სახელმწიფომ დაიბრუნა და აღარ არის “არემჯის” სტრატეგიული ინტერესის ნაწილი.

მათივე ცნობით, "არემჯი" ემიჯნება ნებისმიერი სახის პოლიტიკურ პროცესს და კომპანია ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მოუწოდებს, ნუ გამოიყენებს ბიზნესს საკუთარი ინტერესებისთვის და პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად.

"გვსურს გამოვეხმაუროთ დღეს, 23 აგვისტოს, პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მიერ, მედიასაშუალებებით გავრცელებულ ე.წ. ინფორმაციას ჩვენი კომპანიის საქმიანობის შესახებ.

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ მათ მიერ ნახსენები სატენდერო ტერიტორია 2011 წლიდან შედიოდა “არემჯის” სალიცენზიო არეალში. აღნიშნული ტერიტორია 2020 წელს სახელმწიფომ დაიბრუნა და აღარ არის“არემჯის” სტრატეგიული ინტერესის ნაწილი. შესაბამისად, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე.

ამასთანავე, აღნიშნულ მედიამიმართვაში რამდენჯერმე გაიჟღერა კომპანიის კავშირებზე ბიძინა ივანიშვილთან და უჩა მამაცაშვილთან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კომპანიას არ აქვს კავშირი აღნიშნულ პირებთან და ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. შესაბამისად, აღნიშნული გავრცელებული ინფორმაციაც არის სიცრუე.

რაც შეეხება “რუსულ ოქროსთან“ კავშირების თემას, ამ საკითხთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია მსგავსი ბრალდებები, რადგან “არემჯი” წლებია ოპერირებს საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის სრული დაცვით. კომპანია სრულად გამჭვირვალეა, მათ შორის საბოლოო ბენეფიციარების ნაწილშიც.

ამასთანავე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის პოლიტიკურ პროცესებს და მოვუწოდებთ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, ნუ გამოიყენებს ბიზნესს საკუთარი ინტერესებისთვის და პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად.

საზოგადოებას კი შევახსენებთ, მთლიანი ჩვენი გუნდის - 3700 თანამშრომლის სახელით, რომ “არემჯი”აკეთებს ურთულეს ქართულ სამთო საქმეს. ჩვენ წლებია ვართ რეგიონის უმსხვილესი დამსაქმებელი, ვართ საქართველოს საექსპორტო ლიდერი და ამასთანავე, ვოპერირებთ მაღალი გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებით", - აღნიშნულია "არემჯის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს