ანონსი 24 აგვისტო

ანონსი 24 აგვისტო

24 აგვისტოს, 11:00 საათზე, რიყის პარკში ,,ანტიკორუფციული მოძრაობა” უკრაინის მხარდასაჭერ აქციას გამართავს.

24 აგვისტოს, 11:00 საათზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: 4 აგვისტოს აფხაზეთმა და რუსეთმა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეკრულება გააფორმეს, რომელიც 2022-2025 წლებში უნდა განხორციელდეს. რას ითვალისწინებს ხელშეკრულება და როგორ გადადის აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში.

მის: ერწოს ქ. N11

საკონტაქტო: 599 72 65 65

24 აგვისტოს, 12:00 საათზე, საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

24 აგვისტოს, 12:00 საათზე, პარტია "დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია ბრიფინგს გამართავს.

თემა: უკრაინის დამოუკიდებლობის დღე და 19:00 საათზე დაგეგმილი აქცია.

მის: მცხეთის ქუჩა, N49

საკონტაქტო: აქციის უკრაინელი ორგანიზატორი მიხაილო ულიანინი - +380 93 743 1734