თავდაცვის მინისტრი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს თავდაცვის ძალები ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე მეორე დღეა აქტიურად არის ჩართული. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტოს ინფორმაციაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, ცეცხლის ქრობის სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს თავდაცვის მინისტრი დღესაც პირადად გაეცნო.

ჯუანშერ ბურჭულაძე ადგილზე კიდევ ერთხელ ჩავიდა და უშუალოდ მოინახულა ცეცხლის ქრობის პროცესი.

„ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად პროცესში თავდაცვის ძალები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით ჩაერთვნენ. ამჟამად, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობისა და აღმოსავლეთის სარდლობის I ბრიგადისა და საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეულის პირადი შემადგენლობა ახორციელებს. სამხედროები სპეციალური ტექნიკის - მუხლუხებიანი ყველგან მავალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკის MTLB, წყალმზიდებისა და მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანების საშუალებით ხანძრის დროულ ლოკალიზებას ცდილობენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო