ლევან დავითაშვილი - შუა დერეფანი აზიისა და ევროპის მნიშვნელოვან დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს - თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა სატრანზიტო, სატრანსპორტო, ლოგისტიკური მიმართულებით უმნიშვნელოვანესია

სატრანსპორტო, ე.წ. შუა დერეფნის განვითარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი დონის კოორდინაცია საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის იმისთვის, რომ ვიყოთ კიდევ უფრო კონკურენტუნარიანები, მოვიზიდოთ მეტი ტვირთი და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ტვირთები კორიდორში დარჩეს ხანგრძლივი დროით. შესაბამისად, შევთავაზოთ უფრო უკეთესი პირობები ჩვენს კლიენტებს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს თბილისში გამართული სამმხრივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელზეც სამი ქვეყნის მინისტრებმა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის საკითხები განიხილეს.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო სამმხრივი შეხვედრა თურქეთისა და აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრების მონაწილეობით და ამ ფორმატში იმ საკითხების განხილვა, რომლებიც დღეს ძალიან აქტუალური გახდა. მისი განმარტებით, საუბარი შეეხო შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის საკითხს, რომ რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაზრდილი სატვირთო ნაკადების ოპტიმალურად გადაზიდვა მოხერხდეს.

„ზოგადად, შუა დერეფანი აზიისა და ევროპის მნიშვნელოვან დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს. შესაბამისად, თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა სატრანზიტო, სატრანსპორტო, ლოგისტიკური მიმართულებით უმნიშვნელოვანესია", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან შეხვედრისას კონკრეტული პრობლემებიც განიხილეს და მათი გადაჭრის გზებიც დაისახა იმისთვის, რომ ტვირთბრუნვა დაჩქარდეს.

„ეს საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო მეტი ტვირთი გადავზიდოთ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ინფრასტრუქტურის გამოყენებით და საბოლოოდ, შევქმნათ არსებული სატრანზიტო-სატრანსპორტო მარშრუტების რეალური ალტერნატივა", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში