თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში გრძელდება COVID-19-ის ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია -  რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკვე მეხუთე თვეა ვინარჩუნებთ გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობას მინიმალურ ნიშნულზე

თენგიზ ცერცვაძე მსოფლიოსა და საქართველოში COVID-19 თან დაკავშირებით არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას და შესაბამის მონაცემებს აქვეყნებს.

ცერცვაძის თქმით, საქართველოში გრძელდება COVID-19-ის ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია. ბოლო ერთი კვირის მანძილზე გამოვლინდა 12 535 ახალი შემთხვევა.

მისივე განცხადებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - საქართველოში უკვე მეხუთე თვეა ვინარჩუნებთ COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობას მინიმალურ ნიშნულზე.

“ბოლო ერთი კვირის მანძილზე მსოფლიოში COVID-19-ის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით ისეთივე იყო, როგორც წინა კვირეებში, კერძოდ: დღეში საშუალოდ ფიქსირდებოდა 1 მილიონამდე COVID ახალი შემთხვევა და 2000-ზე მეტი გარდაცვალება, რაც პანდემიის პიკურ მაჩვენებლებთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ სრული ვაქცინაციის და ომიკრონის შტამებით გამოწვეული დაავადების შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის გათვალისწინებით ცოტა მაინც არ არის.

საქართველოში გრძელდება COVID-19-ის ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია. ბოლო ერთი კვირის მანძილზე გამოვლინდა 12 535 ახალი შემთხვევა. წინა კვირას იყო 12 338 ახალი შემთხვევა, ხოლო იმის წინ - 12 729 ახალი შემთხვევა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - საქართველოში უკვე მეხუთე თვეა ვინარჩუნებთ COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობას მინიმალურ ნიშნულზე. კერძოდ ბოლო კვირაში (და არა ერთ დღეში) იყო გარდაცვალების მხოლოდ 6 შემთხვევა, წინა კვირაშიც იყო ასევე 6 შემთხვევა, ხოლო იმის წინა კვირაში - 8 შემთხვევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი 2000-მდე COVID-19-ით ავადმყოფისგან საშუალოდ მხოლოდ ერთი ავადმყოფის (0.05%) გადარჩენა ვერ ხერხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სადღეისოდ COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი მხოლოდ ცოტათი აღემატება გრიპის ეპიდემიების დროს გარდაცვალების მაჩვენებელს. შესაბამისად, თუ COVID ერთხანს შენარჩუნდება, როგორც ერთ-ერთი რესპირაციული ინფექცია, ჩვენ უნდა ვისწავლოთ მასთან თანაცხოვრება და სწორი ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მართვით შევინარჩუნოთ გარდაცვალების შემთხვევები დღევანდელ მინიმალურ ნიშნულზე და ამით თავიდან ავიცილოთ COVID-19-ის ნეგატიური გავლენა ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და ეკონომიკაზე.

სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID- უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, კერძოდ: ბოლო ოთხი თვის მონაცემებით ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევები (25 გარდაცვალება 4 თვეში) ბევრად ნაკლებია ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის ისეთ COVID-19-ის მართვაში სამაგალითოდ მიჩნეულ ქვეყნებთან შედარებითაც კი, როგორიცაა აშშ (143 გარდაცვალება 4 თვეში 1 მილიონ მოსახლეზე), დიდი ბრიტანეთი (194 გარდაცვალება 4 თვეში), გერმანია (140 გარდაცვალება 4 თვეში), ისრაელი (99 გარდაცვალება 4 თვეში), ფინეთი (328 გარდაცვალება 4 თვეში), შვედეთი (93 გარდაცვალება 4 თვეში), დანია (134 გარდაცვალება 4 თვეში), იაპონია (62 გარდაცვალება 4 თვეში), სამხრეთ კორეა (79 გარდაცვალება 4 თვეში), ავსტრალია (243 გარდაცვალება 4 თვეში), ლიტვა (95 გარდაცვალება 4 თვეში), ლატვია (110 გარდაცვალება 4 თვეში), ესტონეთი (83 გარდაცვალება 4 თვეში) და სხვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში COVID-19-ის კლინიკური მართვის ძირითადი ინდიკატორი - COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევებს შორის გარდაცვალების პროცენტი - ე.წ. CFR (Case fatality rate) საშუალოდ პანდემიის მანძილზე (და არა ბოლო 4 თვეში) 1%-ზე ნაკლებია (0.98%), რაც მსოფლიოს 110 ქვეყანაზე უფრო დაბალი მაჩვენებელია.

მინდა მოსახლეობამ იცოდეს, რომ საქართველოში ბოლო თვეებში დაფიქსირებულ COVID-19-ის ერთეულ გარდაცვალების შემთხვევებსაც თითქმის ყოველთვის ადგილი ჰქონდა იმ პაციენტებში, რომლებმაც გვიან ჩაიტარეს COVID-ზე ტესტირება, გვიან შევიდნენ ან საერთოდ არ შესულან კომუნიკაციაში ექიმთან და შესაბამისად დაგვიანებით მიმართეს COVID კლინიკას. პრაქტიკულად არცერთ ავადმყოფთან, რომლებმაც პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე ჩაიტარეს COVID-ზე ტესტირება და დადებითი პასუხის შემთხვევაში პირველივე დღეებში ჰქონდათ კომუნიკაცია ექიმთან და ასრულებდნენ მათ რეკომენდაციებს, მათ შორის ჩვენებების შემთხვევაში იღებდნენ პაქსლოვიდს ან რემდესივირს, ლეტალური შედეგი არ დამდგარა.

მინდა დაბეჯითებით ვურჩიო ყველა ოჯახის ექიმს, ყველა COVID- კლინიკას და COVID-19-ით ყველა პაციენტს, პირველივე სიმპტომის გაჩენისთანავე ჩაიტარონ ტესტირება და სათანადო ჩვენების შემთხვევაში დროულად, პირველივე დღეებში გამოიყენონ პაქსლოვიდი ან რემდესივირი. ამით ჩვენ გადავარჩენთ ათასობით COVID-19-ით პაციენტის სიცოცხლეს.

ბიძინა ლებანიძე - სრულიად გაუგებარია, ან ხელისუფლების მხარდამჭერებს რა უხარიათ და ან ხელისუფლების ოპონენტებს, რეალურად, მნიშვნელოვანი ცვლილება ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად არ მომხდარა
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლების პოლიტიკურ ელიტას პოლიტიკური კომპასი აერია და შეუქცევადად მცდარი დასკვნების სამყაროში შევიდა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.06.2024
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ტურბომიკრონ G - დაივიწყეთ ვენური პრობლემები
თბილისში „ბარამბოს“ სანაყინე ჯიხურები გაიხსნა
გაიაქტიურე სილქნეტის 90-დღიანი პაკეტები მთელი ზაფხულისთვის
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი