ვოლოდიმირ ზელენსკი - ამჟამად უკრაინა არ არის მზად რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის, მინსკი-3, მინსკი-5 ან მინსკი-7 არ იქნება

ამჟამად უკრაინა არ არის მზად რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის, რადგან არ სურს გაიმეოროს მინსკის შეთანხმებების უარყოფითი გამოცდილება, რამაც ჩვენს ტერიტორიებზე კონტროლის დაკარგვა გამოიწვია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„იმ წერტილში, სადაც ვართ, ჩვენ არ ვართ მზად ცეცხლის შეწყვეტისთვის. ჩვენ ავხსენით, რომ არ იქნება მინსკი-3, მინსკი-5 ან მინსკი-7. ამ თამაშებს არ ვითამაშებთ. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიების ნაწილი და ეს ყველას კარგად ესმის, ჩვენგან ყველამ გაიგო. იმიტომ, რომ ეს არის ხაფანგი. ჩვენ ეს გვესმის", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შეიძლება გაგრძელდეს წლების განმავლობაში და უკრაინა დარჩება სამხრეთით მდებარე ტერიტორიების ნაწილის გარეშე და არ ექნება წვდომა ზღვაზე. რუსეთის ფედერაციამ შესაძლოა გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ დაიწყოს საომარი მოქმედებები, სცადოს მიკოლაივის, ოდესის ხელში ჩაგდება და კიდევ გაიმეოროს კიევის აღების მცდელობა.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ყირიმი უკრაინის განუყოფელი ნაწილია და სახელმწიფო ნებისმიერი საშუალებით დაიბრუნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნახევარკუნძულს.

"ჩვენ დავბრუნდებით ყირიმს, რადგან ის ჩვენი ტერიტორიაა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გადავწყვეტთ. ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ ამას, სხვა სახელმწიფოებთან კონსულტაციის გარეშე", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა დიდი ხნის განმავლობაში ავლენდა სურვილს დიპლომატიური გზებით დასრულებულიყო ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული, კერძოდ ყირიმში არსებული კონფლიქტი, მაგრამ რუსეთი არ დათანხმდა ასეთ მიდგომას.

"ჩვენ ამას ვაკეთებდით, იყო ხანგრძლივი პროცესი, როცა ცეცხლის შეწყვეტა მოქმედებდა. მაგრამ თქვენ ხედავთ, როგორ დასრულდა ეს ყველაფერი. იყო სრულმასშტაბიანი შემოჭრა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია