კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ მიერ განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) საცალო სარეალიზაციო ბაზარზე განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.

უწყების ცნობით, საკითხი ეხება „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ მიერ 23 ეკონომიკური აგენტის საკუთრებაში არსებულ 32 ავტოგასამართ სადგურზე კონტროლის მოპოვებას, კერძოდ კი იჯარით აღებას.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უწყების მიერ საკითხის შესწავლის პროცესში, შემდეგი გარემოებები გამოიკვეთა: საცალო ბაზრის მოცულობა 2021 წელს შეადგენდა - 1 322 225 ათასი ლიტრს, ხოლო მოქმედი კომპანიების რაოდენობა - 506-ს, ავტოგასამართი სადგურების რაოდენობა კი - 1232-ს. შესაბამისი ბაზრის საცალო დონე დაბალკონცენტრირებულია და კონცენტრაციის შედეგად ინდექსი 56 ერთეულით იზრდება, რაც არსებით ცვლილებას არ წარმოადგენს. ამასთან, უწყების ცნობით, უმნიშვნელოა კონცენტრაციის ინდექსის მოსალოდნელი ცვლილება ბაზრის იმპორტის დონეზეც, რომელიც კონცენტრაციამდე 1375 ერთეულს შეადგენდა, ხოლო კონცენტრაციის განხორციელების შემდეგ მოსალოდნელია 1417 ერთეულამდე ზრდა.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, 2021 წლის მონაცემებით, ხუთი მსხვილი კომპანიის წილი ბაზარზე 59%-მდეა, დარჩენილი 41% კი ბაზრის სხვა მოთამაშეებზე მოდის.

მიღებული მონაცემების მიხედვით, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დაადგინა, რომ „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ მიერ განსახორციელებელი კონცენტრაცია ეფექტიან კონკურენციას არსებითად არ ზღუდავს და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.

სააგენტოს განცხადებით, უწყებისთვის წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარს აღემატება. სააგენტოს გვერდის ავლით კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა, კომპანიის წინა წლის ბრუნვის 5%-მდე მოცულობით. კონცენტრაციის საფასურია - 5000 ლარი.

2022 წელს, ქვეყანაში სულ 9123 კონცენტრაცია განხორციელდა. აღნიშნულ პერიოდში, სააგენტომ თანხმობა 4 კონცენტრაციაზე გასცა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო