რიყის პარკში, „ანტიკორუფციულმა მოძრაობამ” უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აქცია-პერფორმანსი გამართა

რიყის პარკში, „ანტიკორუფციულმა მოძრაობამ” უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აქცია-პერფორმანსი გამართა. მათ „მშვიდობის ხიდზე” უკრაინის სახელმწიფო დროშა გადმოფინეს.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ამ ადგილზე აქციის გამართვას მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა, რადგან ყველა ტურისტმა, მათ შორის უკრაინიდან და რუსეთიდან უნდა იცოდნენ, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას და მის დამოუკიდებლობას.

„ანტიკორუფციული მოძრაობის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ლაშა ფარულავას განცხადებით, დღეს უკრაინის მიწაზე წყდება საქართველოს ბედიც.

მისი თქმით, შემოდგომიდან მოძრაობა კამპანიას დაიწყებს და საზოგადოებას ამცნობენ თუ რომელი კომპანია რა პროდუქტს სთავაზობს და არის თუ არა ეს პროდუქტი რუსული.

„ვულოცავთ ჩვენს უკრაინელ ძმებს დამოუკიდებლობის დღეს. დღეს უკრაინის მიწაზე წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი. ჩვენი საერთო მტერი უკრაინაში უნდა დამარცხდეს. არაერთი ქართველი იბრძვის უკრაინის მიწაზე და აკავებს რუსულ სამხედრო აგრესიას.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელებს და სწორედ ამიტომაც მოვაწყვეთ პერფორმანსი. „ანტიკორუფციული მოძრაობა” ვფიქრობთ, რომ ყველა მოქალაქისთვის უნდა იყოს მომზადებული გზამკვლევი, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ომის პირობებში. თითოეულმა ქართველმა უნდა გაიაზროს, რომ არ უნდა შეიძინონ რუსული პროდუქცია, ვინაიდან ჩვენი გადახდილი ფულით შეიძლება დავაფინანსოთ რუსული სამხედრო აგრესია“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა